საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ბათუმში საქართველო-სამხრეთ კორეის მუნიციპალური ფორუმი გაიმართა


25 აგვისტო 2017 წელი

   საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო ,,ჰილტონში’’, საქართველო-სამხრეთ კორეის მუნიციპალური ფორუმი გაიმართა.

   ფორუმში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და რუსთავის მერი დავით ჯიქია, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, სამხრეთ კორეის თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტი სეუნგ ბინ იმი, ქართული და კორეული მხარის სხვა წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრაზე თვითმმართველობის რეფორმის საკითხებსა და მუნიციპალიტეტების მხრიდან წყლის რესურსების ეფექტურ მართვაზე ისაუბრეს.

   წყლის სექტორში შემუშავებული პროექტების ეფექტიან მართვაზე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას არაერთი შეხვედრა აქვს გამართული. ერთ-ერთი ასეთი კონფერენცია გასული წლის სექტემბერში „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის,“ (NALAG) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტების, (NISPAcee) ასევე, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,სლოვაკ აიდ“-ის ორგანიზებით გაიმართა.