საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა


30 ივნისი 2017 წელი

უკრაინის დედაქალაქ კიევში, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის’’ პრეზიდენტმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრეას კიფერმა, ,,უკრაინულ ქალაქთა ასოციაციის’’ პრეზიდენტმა ვიტალი კლიჩკომ და მოლდავას ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმა ტატიანა ბადანმა მოაწერეს ხელი.
სამი ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანს ერთობლივი ინიაციტივების შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს. სამმხრივი შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, დისკუსიებში მონაწილეობისა და თვითმმართველობის განხორციელებისას მიღებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს. მემორანდუმით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების შესრულების პროცესში ასევე ჩაერთვებიან ექსპერტები, ადგილობრივი და თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
თემატური პროგრამა სახელწოდებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება“ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერაა დაფინანსებული. პროგრამა 2015-17 წლებში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის (კონგრესის) მიერ, დემოკრატიის გენერალურ დირექტორატთან მჭიდრო თანამშრომლობი. ხორციელდება.