საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

ანაკლიაში, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა


18 მაისი 2017 წელი

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ანაკლიაში, თემაზე: „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - ევროპული ქარტიის პრინციპები“ კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენციაში მონაწილეობა NALAG აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, გენდერულ საკითხებში ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტმა ლის შანკემ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების - NDI, UNDP, ALDA-ს წარმომადგენლებმა მიიღეს.

„კონფერენციის მიზანია ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ევროპული ქარტიის პრინციპების დანერგვისთვის, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, გენდერული საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების გაერთიანება, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა. კონფერენციაზე სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული ბალანსის მხრივ არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიების დასასრულს სახელწოდებით - “ქალები ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში - პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში” დისკუსიაც გაიმართა. მასში რეგიონის საკრებულოს წევრები, საქართველოში გენდერული საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციისა (KS) და „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ (NALAG) მიერ 2015-2018 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.