საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, თემაზე - „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - ევროპული ქარტიის პრინციპები“ კონფერენცია გაიმართა


16 მაისი 2017 წელი

კონფერენცია ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციისა (KS) დასაქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ (NALAG), 2015-2018 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების და აჭარის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა; თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, NALAG აღმასრულებელი საბჭოს წევრმა თამარ ტალიაშვილმა; გენდერულ საკითხებში ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტმა ლის შანკემ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული საბჭოს წევრებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული საბჭოს წევრებიმა; ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების - NDI, UNDP, ALDA- წარმომადგენლებმა მიიღეს.

 კონფერენციის მიზანიაქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაშიევროპული ქარტიის პრინციპების დანერგვისთვის, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების გაერთიანება. ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა.

 ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობა წარმოადგენს ფუნდამეტურ უფლებას და არსებით ფასეულობას ყველა დემოკრატიისათვის. იმისათვის, რომ ეს უფლება რეალიზებულ იქნას, არა მარტო კანონით უნდა იქნას აღიარებული, არამედ ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული ყველა ცხოვრებისეულ ასპექტში.

 კონფერენციაზე აჭარის ადგილობრივ თვითმმართველობებში გნდერული ბალანსის მხრივ არსებული პრობლემებზე, გამოწვევებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს.

ევროპულ გამოცდილებასა და ქარტიის საქართველოში დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტიმა ლის შანკემ.

 ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია: ქალები ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში - პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში. დისკუსიაში მონაწილეობას, რეგიონის საკრებულოს წევრები, არასამთავრობო სექტორი და გენდერულ საკითხებით დაინტერესებული ყველა პირი იღებდა.

 აღნიშნული კონფერენცია საქართველოს თვითმმართველობებში ქარტიის დანერგვისთვის გადადგმული კონკრეტული, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 კონფერენციის სლოგანია - თანასწორობა იძლევა შედეგს!