საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

თვითმმართველობის საკითხებზე ამბროლაურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა


05 მაისი 2017 წელი

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია" (NALAG) თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა რაჭაში, ამბროლაურში ჩატარდა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ გახსნა. ღონისძიებას რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთა ვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.


მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, თვითმმართველი ქალაქების, სოფლების, დაბების როლსა და ფუნქციებზე, ასევე დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით გასატარებელი რეფორმების განხორციელებაზე იმსჯელეს.


შეხვედრების მიზანი სამუშაო ჯგუფში შემავალი პირების ხედვებისა და პოზიციების მოსმენაა, რომელთა შეჯერების შემდეგ ადგილობრივ თვითთმართველობათა ასოციაცია საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, რათა მათი ასახვა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსი“ მოხდეს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესებთან. სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.


ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) მსგავსი სახის შეხვედრები უკვე გამართა კახეთში, ქვემო-ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა-ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში. შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია“ (NALAG) ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ყველა თვითთმართველ ერთეულს აერთიანებს.