საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით თელავში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხებზე კონფერენცია ჩატარდა


27 აპრილი 2017 წელი

ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის(NALAG) ორგანიზებით, თელავში, თემაზე-„ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - ევროპული ქარტიის პრინციპებიკონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციისა (KS) დასაქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ (NALAG) მიერ,  2015-2018 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

მასში მონაწილეობა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დირექტორმა დავით მელუამ, კახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილეზურაბ არსენიშვილმა; თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, NALAG აღმასრულებელი საბჭოს წევრმა თამარ ტალიაშვილმა; თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ, გენდერულ საკითხებში ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტმა ლის შანკემ; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების - NDI, UNDP, ALDA- წარმომადგენლებმა მიიღეს.

კონფერენციის მიზანია ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ევროპული ქარტიის პრინციპების დანერგვისთვის, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, გენდერული საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების გაერთიანება, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა. კონფერენციაზე კახეთის რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობებში გნდერული ბალანსის მხრივ არსებული პრობლემებზე, გამოწვევებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს. ევროპულ გამოცდილებასა და ქარტიის საქართველოში დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტმა ლის შანკემ. საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, მარიამ ჯაშმა პარლამენტის გენდერული გეგმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ღონისძიების დასასრულს, სახელწოდებით: “ქალები ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში - პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოშიდისკუსიაც გაიმართა. მასში მონაწილეობას, რეგიონის საკრებულოს წევრები, საქართველოში გენდერული საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობა წარმოადგენს ფუნდამეტურ უფლებას ყველასთვის და არსებით ფასეულობას ყველა დემოკრატიისათვის. იმისათვის, რომ ეს უფლება რეალიზებულ იქნას, არა მარტო კანონით უნდა იქნას აღიარებული, არამედ ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული ყველა ცხოვრებისეულ ასპექტში.

 

ონფერენციის სლოგანია - თანასწორობა იძლევა შედეგს!“