საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

სტრასბურგში (საფრანგეთი) ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას


02 მარტი 2017 წელი

დღეს 2017 წლის 1 მარტს ქალაქ სტრასბურგში (საფრანგეთი) ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას ევროპის საბჭოსა და საქართველოს სამ მუნიცპლიტეტს (თიანეთი, დუშეთი და კასპი) შორის. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ევროპის კავშირი ევროპის საბჭოს მეშვეობით დააფინანსებს კარგი მმართველობის წახალისებაზე ორიენტირებულ პროქტებს ზემოხსენებულ სამ მუნიცპალიტეტში. საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ევროპის საბჭოს შენობაში, მას ესწრებოდენენ ევროპის საბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი ანდრიას კიფერი, თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი მარიტე მორასი და ევროპის საბჭოს სხვა ოფიციალური პირები. საქართველოდან ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს დუშეთის გამგებელმა გიზო ჩოხელმა, თიანეთის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა და კასპის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა. აღნიშნულ სამ მუნიცპალიტეტში კონკეტული პროექტების განხორცელება 2017 წლის მარტიდან დაიწყება.

ეს პროექტები დაფინასებულია აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებისთვის ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება აღმოსავლეოთ პარტიორობის ქვეყნებში.