საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

მაია კნეჟევიჩი რუსთავის საკრებულოს ქალ დეპუტატებს შეხვდა


27 ოქტომბერი 2016 წელი

„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ეგიდით ქალაქ რუსთავს სერბეთის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მდივანი ეწვია. მაია კნეჟევიჩი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ლომიძეს და წარმომადგენლობითი ორგანოს ქალ დეპუტატებს ელზა ლეკვეიშვილსა და ფიქრია ავალიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის საკითხებზე, სპორტის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე და საბავშო ბაღების ფუნქციონირებაზე ისაუბრეს. ასევე ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და სამომავლო აქტიურ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.