საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

წყლის სექტორში პროექტების ეფექტიან მართვაზე კონფერენცია გაიმართა


13 სექტემბერი 2016 წელი

კონფერენცია ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტმა დავით ჯიქიამ გახსნა. შეხვედრას ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, სლოვაკეთის ელჩი საქართველოში რუდოლფ მიხალკა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები, ასევე ევროპელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. 

კონფერენციაზე საქართველოში წყლის სექტორში მუნიციპალურ დონეზე ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული პროექტების მომზადებასა და მათ ეფექტურ მართვაზე იმსჯელეს. 

ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებს წყლის დაცვის გაუმჯობესება და წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვა წარმოადგენს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა, ამ მიმართულებით უცხოური ინვესტიციების, მათ შორის, EBRD-ის ფონდების მოცულობა გაიზარდოს. ასევე მნიშვნელოვანია, წყლის სექტორში ევროკავშირის დირექტივების და მოთხოვნების გატარება, რათა საქართველოს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს. 

პროექტის ფარგლებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (NISPAcee) მიერ სპეციალური გზამკვლევიც შემუშავდა, რომელიც კონტრაქტორ კომპანიებს ქვეყანაში შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში დაეხმარება. 

გზამკვლევში ასახულია სტანდარტები, რომლებიც საქართველოში ინფრასტრუქტურის მშენებლობის სახელმწიფო პროექტებისთვის არსებობს. ის ასევე, იმ სატენდერო და საკონტრაქტო პროცედურების ყველაზე გავრცელებულ ფორმებს მოიცავს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერიოდში იქნას გამოყენებული. 

დოკუმენტაცია სამშენებლო პროექტების მართვას დაეხმარება, რათა შესყიდვების უკეთესი პრაქტიკა, მეტი პროდუქტიულობა და მაღალი ხარისხის სამშენებლო სამუშაოების ჩატარება იქნას მიღწეული.

კონფერენცია „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ (NALAG) მიერ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელთან (NISPAcee) და საერთაშორისო ორგანიზაცია SlovakAid-თან თანამშრომლობით გაიმართა.