საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

ინოვაციური პროექტი ,, საზღრისპირა ტურიზმის განვითრარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება’’


15 აგვისტო 2016 წელი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობა" ქვემო ქართლში ახორციელებს ინოვაციურ პროექტს „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება“.  პროექტის ფარგლებში  16-ი ახალგაზრდა  გაივლის ერთკვირიან უფასო ტრენინგს გიდებისა და ტურ-ოპერატორებისათვის.
პროექტის ფარგლებში შეირჩა 16 გიდი, რომელსაც ტრენინგის პირველი ეტაპი უკვე ჩაუტარდათ ივნისის თვეში საქართველოში , ტრენინგების მეორე ეტაპი კი ჩატარდება სომხეთის ქალაქ დილიჟანში.  შერჩეულ  გიდებს  ტრენინგების მეორე ეტაპი დაეწყებათ 15 აგვისტოს. საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება 16 გიდი, რომელიც ერთი კვირის მანძილზე დაესწრება უფასო ტრენინგს გიდებისა და ტურ-ოპერატორებისათვის, რისი დასრულების შემდეგაც მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში გამოცხადდა გიდების შესარჩევი კონკურსი. გასაუბრების შედეგად ქვემო ქართლის მასშტაბით შეირჩა 16  გიდი. შერჩეულ გიდებს ტრენინგების პირველი ეტაპი უკვე ჩაუტარდათ ქალაქ ბოლნისში, ხოლო მეორე ეტაპი ჩატარდება სომხეთის ქალაქ დილიჟანში.

ტრენინგებს გაუძღვებიან კვალიფიცირებული ექსპერტები და ტრენერები.  პროექტში მონაწილე გიდები ტრენინგების შედეგად მიიღებენ დამატებით ცოდნასა და გამოცდილებას, რაც დაეხმარებათ მათ მომავალი დასაქმებისთის.
გიდების ტრენინგების გარდა  დილიჟანში  პროვაიდერების ტრენინგებიც  ჩატარება, რომელსაც ქვემო ქართლის მასშტაბით შერჩეული პროვაიდერები დაესწრებიან. პროვაიდერები არიან ის ადამიანები, რომლებიც ტურისტებს შესთავაზებენ სხვადასხვა სერვისებს ქვემო ქართლის მასშტაბით. ესენი არიან - სასტუმროსა და რესტორნის მფლობელები და ასევე საოჯახო სასტუმროებისა და მცირე ბიზნესის მფლობელები.
მიმდინარე პროექტი „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება"  ხორციელდება სინქრონულად სომხეთსა და საქართველოში. პროექტის  სამიზნე  სწორედ საზღვრისპირა რეგიონებია - საქართველოში ქვემო ქართლი, ხოლო  სომხეთში თავუშის რეგიონი.  პროექტის მთავარი მიზანია აღნიშნული რეგიონების თემებში  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დასაქმების ახალი პერსპექტივების შემქნა და საბოლოო ჯამში ცხოვრების დონის ამაღლება.
პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება" ვებ-გვერდს: https://www.facebook.com/eaptcarmgeotour/