საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

(NALAG)-ს ხელმძღვანელები UNDP-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ


01 აგვისტო 2016 წელი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (NALAG) გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია, აღმასრულებელ დირექტორ დავით მელუასთან ერთად (UNDP)-ს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერის პრო ექტის მენეჯერს მარიკა შიოშვილსა და შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონული ოფისის პროგრამის ოფიცერს თეიმურაზ ხომერიკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ასოციაციის მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები განიხილეს, ასევე მუნიციპალიტეტებში რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებებით სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი რეგიონების დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებასაც შეეხო. სტუმრებმა ასოციაციის ხელმძღვანელობას ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააცნეს, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობას ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციების გაძლიერების მეშვეობით. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი და ავსტრიის განვითარების სააგენტო საქართველოში რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების განვითარებას უწყობენ ხელს. ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) ამ ორგანიზაციებთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს.