საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

კონკურსი ჟურნალისტებისათვის „მონაწილეობის ლიდერები“


04 ივლისი 2016 წელი

 ფონდი „სხვა სივრცე“ და DF Watch იწვევენ ჟურნალისტებს ნამუშევრების წარსადგენად კონკურსში „მონაწილეობის ლიდერები“. დაჯილდოვდება საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ საქართველოში მონაწილეობითი დემოკრატიის კონტექსტში.

კონკურსის მიზანია — მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობა და ქართველი ჟურნალისტების მონაწილეობით დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ინტერესის ზრდა, როგორიცაა დემოკრატიის ახალი მექანიზმები, სამოქალაქო აქტივობა, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა და სხვ.

საკონკურსო ტექსტური ან აუდიო-ვიზუალური ნამუშევარი უნდა იყოს გამოქვეყნებული ქართული საინფორმაციო გამოცემის მიერ (გაზეთი, ონლაინ გამოცემა, რადიო, ტელევიზია, და ა. შ.) 2016 წ. 1 ივლისიდან 21 აგვისტომდე ინგლისურ, რუსულ ან ქართულ ენაზე. მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრის ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ ენაზე თარგმანი იმ შემთხვევაში, თუ ნამუშევარი თავდაპირველად გამოქვეყნდა აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ან სომხურ ენაზე.

კონკურსის შედეგი გამოცხადდება 2016 წ. 9 სექტემბერს თბილისში მიმდინარე დისკუსიის — „რატომ გვჭირდება მონაწილეობა? როგორ და რატომ უნდა წარმოვიდგინოთ მონაწილეობითი ბიუჯეტირება საქართველოში?“ — დროს.

მთავარ პრიზია ხუთდღიანი ვიზიტი ვარშავაში, სადაც გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „მონაწილეობის კულტურა“. ვიზიტის თარიღი 2016 წლის 17–24 ნოემბერი.

თავდაპირველი ნამუშევარი ან ბმული უნდა გაიგზავნოს მისამართზე konkurs@onecaucasus.org არაუგვიანეს 2016 წ. 31 აგვისტოსი დამატებით ინფორმაციასთან ერთად (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა, დამსაქმებელი, საკონტაქტო ინფორმაცია).

გთხოვთ წაიკითხოთ კონკურსის დეტალური წესები: dfwatch.net/konkurs.

 

კონკურსში მონაწილეობის წესები:

 

 N1. ზოგადი ინფორმაცია

 

1. პროექტში „მონაწილეობითი ბიუჯეტიდან მის განხორციელებამდე—პარტიციპატიის ლიდერი“, კონკურსს—„მონაწილეობის ლიდერები“, აცხადებს პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „სხვასივრცე“, რომელიც ხორციელდება და დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის – „დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერა—2016“- ისფარგლებში.

2. პარტნიორები არიან DF Watch, ა(ა)იპ „ერთიანი კავკასია“ დასაქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულიასოციაცია  (NALAG).

3. კონკურსისმიზანია  — მონაწილეობითი ბიუჯეტირებისთვის ხელისშეწყობა და ქართველი ჟურნალისტების მონაწილეობით დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ინტერესის ზრდა.

N2 კონკურსისწესები

1. საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს ნაბეჭდი,  რადიო ან სატელევიზიო  მასალა,  რომელიც გამოქვეყნდა 2016 წ. 27 ივნისიდან 31 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საინფორმაციო გამოცემაში (გაზეთი,  ონლაინ-გამოცემა,  რადიო,  ტელევიზია,  დაა. შ.) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

2. საკონკურსო ნამუშევრის საგანი დაკავშირებული უნდა იყოს მონაწილეობით ბიუჯეტირებასთან,  შესაძლოა უფრო ფართო მონაწილეობითი დემოკრატიის კონტექსტთანაც.

3. საკონკურსო ნამუშევარი უნდაიყოს გამოქვეყნებული ინგლისურ,  რუსულ ან ქართულ ენაზე.

მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავისი ნამუშევრის თარგმანი ერთ- ერთზემოაღნიშნულ ენაზე იმ შემთხვევაში,  თუნამუშევარი თავდაპირველად გამოქვეყნდა აზერბაიჯანულ,  აფხაზურ,  ოსურ ან სომხურენაზე.

4. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საინფორმაციო გამოცემას.

5. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს თექვსმეტი წლიდან ზემოთ. მონაწილე უნდა იყოს ან საქართველოს მოქალაქე,  ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოქვეყნის მოქალაქე.

6. თავდაპირველი ნამუშევარი ან ბმული უნდა გაიგზავნოს მისამართზე konkurs@onecaucasus.org არაუგვიანეს 2016 წ. 31  აგვისტოსა დამატებით ინფორმაციასთან ერთად (სახელი,  გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი,  მოქალაქეობა,  დამსაქმებელი,  საკონტაქტო ინფორმაცია).

7. კონკურსში ნამუშევრის წარდგენა გულისხმობს:

a. კონკურსის წესების მიღებას;

b. პირადი მონაცემების დამუშავებისა და ამ მონაცემების პარტნიორებისათვის მიწოდების თანხმობას;

c. ნამუშევრის DF Watch - ისა და პროექტის გვერდებზე გამოქვეყნების თანხმობას.

N3 დაჯილდოება

1. სამი ფინალისტი შეირჩევა სამკაციანი ჟიურის მიერ,  რომელიც შედგებიან DF Watch-ის,  ორგანიზაცია „ერთიანიკავკასიისა“  დაNALA-ს წარმომადგენლები.  გამარჯვებული შეირჩევა ამ სამ ფინალისტს შორის.

2. გამარჯვებული ნამუშევარი შეირჩევა ჟიურის მიერ მომდევნო კრიტერიუმების საფუძველზე:

a. მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემისთვის აქტუალობა

b. მონაწილეობითი დემოკრატიის უფრო ფართო კონტექსტისთვის აქტუალობა;

c. სიცხადე და ინოვაციურობა;

d. ენობრივი სისწორე.

3. კონკურსის შედეგი გამოცხადდება 2016  წ.  9  სექტემბერს თბილისში მიმდინარე  დებატის — „რატომგვჭირდება მონაწილეობა?   როგორ და რატომ უნდა წარმოვიდგინოთ მონაწილეობითი ბიუჯეტირება საქართველოში?“ დროს.

4. ოფიციალური შედეგების გამოცხადების დროს ფინალისტთა არდასწრების შემთხვევაში, ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით.

5. გამარჯვებული პირ იმთავარ პრიზს მიიღებს ვარშავაში ხუთდღიანი ექსკურსიის სახით. ექსკურსიის დროს ჩატარდება კონფერენცია „მონაწილეობის კულტურა“  სასწავლო ვიზიტთან ერთად   2016 წ. 17–25  ნოემბერს.  თარიღის და ვიზიტის პროგრამის ზუსტი დეტალები გამოცხადდება 2016 წლის სექტემბრის დასასრულს.

6. სამი ფინალისტის ნამუშევრი გამოქვეყნდება ინგლისურ ენაზე DF Watch-ისა და პროექტის საიტებზე.

N4 დასკვნითი დებულებები

1. კონკურსის წესები ხელმისაწვდომია DF Watch-ის ვებგვერდზე ინგლისურ,  რუსულ და ქართულ ენაზე.

2. კონკურსის ორგანიზატორი ამ წესების შეცვლის უფლებას იტოვებს.

3. კონკურსის ორგანიზატორი ამ კონკურსის გაუქმების უფლებას იტოვებს.

4. კონკურსის ორგანიზატორი გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევებშიც,  როდესაც არ ვრცელდება ზემოხსენებული წესები.