საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

კონკურსი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის


24 მაისი 2016 წელი

საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული  პროექტის „ სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“ ფარგლებში აცხადებს კონკურს   რეგიონებში არსებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

კონკურსის მიზანი:  გამოავლინოს რეგიონში დაფუძნებული აიპ რომელიც ჩაატარებს კვლევას საქართველოს ყველა რეგიონში ადგილობრივი აიპ-ის შესახებ. კვლევა უნდა მოიცავდეს სრულ ინფორმაციას იმ ორგანიზაციების შესახებ რომლებიც შერჩეულ იქნება კვლევისთვის,

კონკურსის მოთხოვნები:

  • აპლიკანტმა უნდა გადმოაგზავნოს ინფორმაცია მისი ორგანიზაციის შესახებ: საიდენტიფიკაციო კოდი, ხელძღვანელის სახელი გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია.
  •  ორგანიზაცისს გამოცდილება ბოლო 3 წლის განმავლობაში.
  • სამოქმედო კალენდარი, ბიუჯეტი და გეგმა თუ როგორ განახორციელებს კონკურსის მიზანს.
  • შერჩეული აიპ რაოდენობას რეგიონების მიხედვით და შერჩევის კრიტერიმუები.
  • შეთავაზების პაკეტი არ უნდა აღემატებოდეს 4   A4 ზომის ფურცელს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ აიპ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია რეგიონში, გააჩნია გარკვეული გამოცდილება.

საკონკურსო წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 26 მაისი 18:00

საკონკურსო წინადადება იგზავნება office@nala.ge

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტს.