საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

საერთაშორისო თანამშრომლობა

საერთაშორისო ქსელები

საერთაშორისო ქსელები


19 მაისი 2011 წელი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია არის ”ადგილობრივი დემოკრატიის საგენტო- საქართველო”-ს დამფუძნებელი და წევრი. ასოციაცია ასევე აქტიურად მონაწილებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციების ევროპულ ფორუმში და ამ ფორუმის ერთ-ერთი აქტიური წევრი. ასოციაცია ევროპის საბჭოს ეგიდით ყოველწლიურად მართავს ადგილობრივი დემოკრატიის ევროპულ კვირეულს საქართველოში

ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ  თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციების ქსელთან (NALAS) და ჩართულია ბალკანეთის რეგიონში ადგილბრივი დემოკრატიის ხელშეწყობის ფორუმში.

2010 წლიდან ასოციაცია არის ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს წევრი. ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) გახლავთ უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაცია. ეს  ორგანიზაცია გახლავთ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს. ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო გახლავთ მსოფლიო ორგანიზაციის ”გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მმართველობის (UCLG)” ევროპული სექცია.

ასევე იხილეთ