ზესტაფონი და ტაურეგა დაძმობილდნენ
8 სექტემბერი 2011 წელი
დღეს ზესტაფონსა და ლიტვის ქალაქ ტაურაგეს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებასას ტაურაგეს მერმა პრაგა პეტროშიუსმა და ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ბასარაშვილმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ორი ქალაქის დამეგობრებას, კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთობას გულისხმობს. ,,მაისში ჩვენი დელეგაცია ერთკვირიანი ვიზიტით ტაურეგაში იმყოფებოდა, ახლა ისინი ჩვენთან არიან სტუმრად და მათთან ურთიერთთანამშორმლობის ხელშეკრულება გავაფორმეთ, -განაცხადა ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ბასარაშვილმა. ტაურაგესა და ზესტაფონს შორის ურთიერთობა 50 წელს ითვლის.