კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ათეა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის

12 მარტი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის.

იმისთვის,  რათა მაქსიმალურად იქნას დაცული უსაფრთხოება და ამავდროულად, ხელი არ შეეშალოს ორგანიზაციის საქმიანობას, გარდა განსაკუთრებული ან/და გადაუდებელი აუცილებლობისა, ასოციაცია, როგორც საერთაშორისო, ისე სამთავრობო თუ კერძო სექტორთან ელექტრონულად გააგრძელებს კომუნიკაციას.

შეგახსენებთ, რომ კო­რო­ნავირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზნით,  საქართველოს პრემიერ მინისტრმა - გიორგი გახარიამ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­სა და კერ­ძო ორგანიზაცი­ებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე გადასვლის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თა.

ორგანიზაციის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელ ნებისმიერ საკითხზე გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე- office@nala.ge

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) გისურვებთ ჯანმრთელობას.