ათეა-ს ორგანიზებით ევროკავშირის პროექტის ფარგლებში კონფერენცია მოეწყო

28 სექტემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული  ასოციაციის ორგანიზებით,  ევროკავშირის  პროექტის ფარგლებში, კონფერენცია თემაზე - „ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება“ მიმდინარეობს.

 

ღონისძიების მონაწილეები თვითმმართვცელობაში საქმიანობის შეფასებისა და თვითშეფასების მექანიზმების დანერგვაზე, მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე და მოქალაქეთა ჩრთულობის იმ  ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე  მსჯელობენ, რომელიც საქართველოს სამოცდაოთხივე მუნიციპალიტეტში განხორციელდება. 

 

კონფერენციას, რომელიც სატუმროში „რუმს ჰოტელ თბილისი“ მიმდინარეობს, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე  ექსპერტები და მკვლევარები ესწრებიან.