ვაკანსია აიტი სპეციალისტის პოზიციაზე

6 ივნისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია  აცხადებს ვაკანსიას აიტი სპეციალისტის  პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვა
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით.
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლები ერთი წელი
** დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების (XP, 7, 8) ცოდნა;
** Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2007, 2010, 2013 ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: jobs@nala.ge და "subject"-ის ველში მიუთითოთ განცხადების სახელი: "ვაკანსია IT-ი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.