პროექტის მიღწევები

  • კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილების პრაქტიკის საბაზისო შეფასება ადგილობრივ დონეზე საქართველოში

    წინამდებარე საბაზისო შესწავლის ძირითადი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციის შეგროვება და ამ ინფორმაციის ანალიზი მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის აღწერის, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სფეროებში ტენდენციების დადასტურების მიზნით, გეო- საფრთხეები, სოფლის მეურნეობასთან, სატყეო მეურნეობასთან, ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან, ანთროპოგენურ ზეგავლენასთან და სხვა დაკავშირებული არსებული პრობლემების აღწერა. ამასთან, შესწავლა მოიცავდა აგრეთვე არსებული ინსტიტუციონალური შესაძლებლობების და მუნიციპალიტეტის დონეზე კლიმატის ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად გასატარებელი ღონისძიებების (მაგ. კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილების პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტები) შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.

  • კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ადგილობრივ დონეზე კლიმატის დაცვის საერთაშორისო გამოცდილება

    დიდი ბრიტანეთი, იტალია, პოლონეთი

    კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ადგილობრივ დონეზე კლიმატის დაცვის საერთაშორისო გამოცდილების კვლევის მიზანია სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმართველობის კლიმატის ცვლილებებთან და გარემოს დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა და აგრეთვე არსებული პრაქტიკის შესახებ მიმოხილვის მომზადება. კვლევისათვის შერჩეულ იქნა განსხვავებული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის სახელმწიფოები: პოლონეთი, იტალია და დიდი ბრიტანეთი.

  • მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური მოწყობის კვლევა

    კვლევა გამიზნულია საქართველოს სამინისტროების, ადგილობრივ მმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სარგებლობისათვის. აღნიშნული ანალიზი არის პირველი მცდელობა  საქართველოს მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარებისათვის აუცილებელი ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასებისა.  

  • კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი

    კლიმატის ცვლილების გზამკვლევი (PDF from Word) 

    კლიმატის ცვლილების გზამკვლევი, რომელიც შეიქმნა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მოიცავს კლიმატის ცვლილების ზეგავლენასთან დაკავშირებულ ეკონომიკური სექტორების ანალიზსა და ეროვნული ნორმატიული ბაზის შემუშავებას, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი ხელისუფლების როლის, პასუხისმგებლობის, მოთხოვნებისა და ტექნიკურ შესაძლებლობებს.  

  • ეროვნული კონფერენცია "კლიმატის ცვლილება ადგილობრივ დონეზე - პოლიტიკა და ქმედება"

    2016 წლის 1 აპრილს, პროექტმა უმასპინძლა ეროვნულ კონფერენციას სახელწოდებით კლიმატის ცვლილება ეროვნულ დონეზე: პოლიტიკა და ქმედება. კონფერენციაზე განსახილველად წარდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო - კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის გზამკვლევი. ამასთან, დასმწრე საზოგადოება გაეცნო კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის შესახებ საერთაშორისო დონეზე არსებულ პრაქტიკულ მექანიზმებს და მოისმინა აღნიშნულ საკითხებზე ცენტრალური ხელისუფლების ხედვა.

  • ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთათვის

    ICCAMGR პროგრამის ფარგლებში  კლიმატის ცვლილების თემაზე ყველა მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფისა და შესაბამისი სამთავრობო უწყებათა წარმომადგენლებისათვის შემუშავდა და ჩატარდა ტრენინგების 7 სალექციო კურსი. ტრენინგ კურსების მიზანი იყო დახმარება გაეწია ადგილობრივ ხელმძღვანელობისათვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ არსებულ პრობლემთან გამკლავებასა და შესაბამის ინსტიტუციურ მოწყობაში. შემუშავებული სატრენინგო მასალა ხელს შეუწყობს შესაძლებლობათა ზრდას ლანდშაფტის დაცვის, სოფლის მეურნეობის, მიწის მართვის, ტურიზმის, ბუნებრივ კატასტროფის პრევენციის, სივრცითი დაგეგმარებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებში. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს კომისიების სხვადასხვა ასპექტში კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების შესაძლებლობათა მრავალფეროვნებას.