მეტი ინფორმაცია უკეთ რეაგირებისათვის

მეტი ინფორმაცია უკეთ რეაგირებისათვის
09 თებერვალი 2016

“მსგავსი მეცნიერული ექსპედიციები უმნიშვნელოვანესია საქართველოში კლიმატის ცვლილების კუთხით ჟურნალისტიკის განვითარებისათვის. ისინი აუმჯობესებენ მედიის შესაძლებლობებს უკეთ გააშუქონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები.” - ასე ეხმაურება ეკა მაღალდაძე, ჟურნალ ლიბერალის კორესპონდენტი, ტურებს, რომელიც USAID დაფინანსებით პროექტ „საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია (ICCAMGR)“ ფარგლებში მოეწყო. 2013-2014 წლებში, პროექტმა უხელმძღვანელა მედია ტურებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კლიმატის ცვლილების თემატიკის ირგვლივ მედიის გააქტიურებას, რათა საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული ამ გამოწვევების შესახებ, როგორც ადგლობრივ, ასევე ეროვნულ დონეზე.  

ბოლო ხანებში, კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოს მაცხოვრებლებზე სულ უფრო მატულობს. ბუნებრივი კატასტროფების შედეგადაც ზარალს, ძირითადად, ადამიანები განიცდიან - მოსახლეობამ უნდა გადაიტანოს გვალვა, წყალდიდობა და სხვა კატაკლიზმები. ამიტომ, მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია თუ სად, როგორ მოიქცნენ, როცა მსგავს ვითარებაში აღმოჩნდებიან. კლიმატის ცვლილების რისკებთან გამკლავების კუთხით, მოსახლეობისათვის დახმარების გასაწევად მნიშვნელოვანია მათთვის სწორი ინფორმაციის წყაროს უზრუნველყოფა; მედია კი სწორედ ის მექანიზმია, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობის ინფრომაციულობას და შესაბამისად, მათ მზაობას წინააღმდეგობა გაუწიონ ბუნების გამოწვებებს. ამასთანავე, მედიას შესწევს უნარი გავლენა იქონიოს სოციუმზე, მათ დამოკიდებულებაზე და მათ წარმოდგენაზე კლიმატის ცვლილებების გამომწვევ მიზეზებისა და შედეგების შესახებ.

თანამშრომლობისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ტრენინგები ჟურნალისტებისათვის, რომლებიც ასევე საველე გასვლებს მოიცავდა. ჟურნალისტებმა, რეგიონული და ცენტრალური მედია საშუალებებიდან, მოინახულეს ეროზიული ნიადაგები, ღვარცოფსაშიში ხეობები, დნობის პირას მყოფი მყინვარები, წყლის აუზები და განადგურებული ქარსაცავები. ტურების განმავლობაში ჟურნალიტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კლიმატის ცვლილების პოტენციური რისკები პერიფერიებში და გასაშუქებლად აღმოეჩინათ კონკრეტული ისტორიები.

“მედიას შესწევს უნარი შეცვალოს” ამბობს ეკა “ ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტზე სოფ. ერისიმედის შესახებ, რომელსაც ტურის განმავლობაში ვესტუმრეთ, ჩვენ მყისიერად მივიღეთ უკუკავშირი. სიუჟეტში საუბარი იყო მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურისა და გარემოს შესახებ, რაც სოფლისათვის დილემას წარმოადგენდა. მალევე შევიტყვეთ, რომ დაიწყო სოფლის გზის და სასმელი წყლის რეაბილიტაცია. მიხარია, რომ პროექტმა მოგვცა საშუალება დავხმარებოდით სოფელს“.

ჟურნალისტი ოლიკო ცისკარიშვილი, ხელახლა ეწვია ტურების დროს მონახულებულ ადგილებს და არაერთი სტატია მიუძღვნა, გადაიღო რისკების ამსახველი ფოტოებიც. ინტერნეტ ბლოგზე გამოქვეყნებულ ამ სტატიებს და ფოტოებს უამრავი ადამიანი გაეცნო, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ოლიკოს ღრმად სწამს, რომ ფოტოები ძლიერი იარაღია იმ საშიშროების გადმოსაცემად, რასაც კლიმატის ცვლილება წარმოადგენს.

ტურების ერთერთი მონაპოვარია, ასევე, გარემოს ჟურნალისტიკის ქსელის შექმნა, რომელიც ემსახურება კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან ერთობლივ ბრძოლას გრძელვადიან პერსპექტივაში და ასევე, ხელს უწყობს ამ გამოწვევებისადმი რეაგირების დაჩქარებას გლობარულ დონეზე.

უკან