პროექტის შესახებ

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა "საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია (ICCAMGR)" არის ოთხწლიანი პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და მისი ზეგავლენის შერბილება  ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაციის გზით. პროგრამას ახორციელებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG). 

პროექტი წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას. ეს, ასევე, ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ორგანული კანონითა და სხვა სექტორულ კანონმდებლობით დადგენილი ადგილობრივი  თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.
 
პროექტის მოიცავს სრულიად საქართველოს, ხოლო პროექტის ძირითად სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაში შემავალი 70 მუნიციპალიტეტი, გარდა თბილისისა და ახალგორისა.
 

პროექტის მიზანია

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და ზეგავლენის შერბილება,  ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ინსტიტუციური და ორგანიზაციული შესაძლებლობების შექმნის გზით, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების პოპულარიზაცია ადგილობრივ დონეზე და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ადგილობრივი პრობლემების ინტეგრირება  შესაბამის ეროვნულ პოლიტიკაში, კლიმატის ცვლილების საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაზრდა ადგილობრივ,  ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე დისკუსიებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ადგილობრივ დონეზე არსებული კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის  შერბილებასთან დაკავშირებული ინიციატივების/ზომების მდგრადობის უზრუნველყოფა