მედია

  • მედია ტურები

    კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შესახებ ფართო მასების უკეთ ინფორმირებისა და მოწყვლადი ტერიტორიების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლების მიზნით, პროექტი მიმართავს ისეთ საშუალებას, როგორიც არის მედია ტური. იმის გათვალისწინებით, რომ მედია არის თავად აუდიტორია და ამავდროულად ინფორმაციის მნიშვნელოვანი გამტარი, რომელიც ხელს უწყობს მესიჯების მოგზაურობას და საჯარო დიალოგის წარმოებას, ცენტრალური და ადგილობრივი მედია საშუალებების 30ზე მეტი ჟურნალისტი იქნა შერჩეული და მიწვეული კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამეცნიერო ექსპედიციებში მონაწილეობის მისაღებად. ტურების ძირითადი მიზანი იყო მონაწილეთა ინფორმირება საქართველოში კლიმატის ცვლილების მავნე ზეგავლენის შესახებ და ამავდროულად, რელევანტური სტატიების მომზადება აღნიშნულ თემაზე. ექსპედიციათა ციკლი მოიცავდა ეროზიული ხეობების, მყინვარების, წყალსაცავებისა და ქარსაცავების მონახულებას.

    გარდა ჟურნალისტებისა, ექსპედიციებში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმაც, ვინაიდან პროგრამა ინტენსიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან გამოცდილების გაზიარების კუთხით. 

  • მედია ტურებში მონაწილეთა ნუსხა