USAID/ICCAMGR-მ საკოორდინაციო პანელის რიგით მეხუთე შეხვედრას უმასპინძლა

USAID/ICCAMGR-მ საკოორდინაციო პანელის რიგით მეხუთე შეხვედრას უმასპინძლა
07 მარტი 2016

2016 წლის 4 მარტს, 10:00სთ.ზე სასტუმროში „Room’s Hotel“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” (ICCAMGR) გამართა დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფის რიგით მეხუთე შეხვედრა, სადაც პარტნიორებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ენერგოეფექტურობისა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის საკითხებზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტის „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის გზამკვლევის“ დასკვნები და შედეგები.

დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს აერთიანებს, საშუალებას აძლევს ყველა მონაწილეს გაუზიარონ ერთმანეთს სამომავლო გეგმები და მოახდინონ საქმიანობის კოორდინირება სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა USAID-ის მიერ დაფინანსებული ICCAMGR პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია.

უკან