USAID/ICCAMGR გამართა სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის

USAID/ICCAMGR  გამართა სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის
07 მარტი 2016

2016 წლის 4 მარტს, 15:00სთ.ზე  თბილისში, სასტუმროში „Room’s Hotel“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” (ICCAMGR) გამართა რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრას დაესწრნენ კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფების მდივნები საქართველოს ყველა (70) მუნიციპალიტეტიდან. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მომზადებული კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის გზამკვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების და ასევე, პროექტის საქმიანობის განხილვა.

2014 წლიდან დღემდე,  ICCAMGR ხელშეწყობით საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეიქმნა კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების 65 სამუშაო ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ კომუნიკაციას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის კლიმატის ცვლილების საკითხებზე. აღნიშნულმა ჯგუფებმა, პროექტის ფარგლებში, გაიარეს გადამზადების კურსი და შეიძინეს საკუთარ მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება-ადაპტაციის უნარჩვევები.

დღესდღეობით, ICCAMGR მუშაობს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის გზამკვლევზე, სადაც წარმოდგენილია იმ ეკონომიკური სექტორების სიღრმისეული ანალიზი, რომლებიც უშუალოდ განიცდიან  კლიმატის ცვლილების ზეგავლენას. გზამკვლევი ასევე იძლევა მთელ რიგ რეკომენდაციებს აღნიშნული საკითხის ირგვლივ, რაც დახმარებას გაუწევს ერონულ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებთ.

აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას  საქართველოს ბუნებრივი რესურსების და აგრეთვე საქართველოს ყველა მოქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობის ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.

უკან