თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი

თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი

ფართობი -  8,2 კმ²
მოსახლეობა - 20,7 ათასი
ვებგვერდი: www.ozurgeti.gov.ge 


თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთში არსებული მდგომარეობა 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში, მდინარეების ნატანებისა და სუფსის ხეობებში. მისი ფართობი შეადგენს 67 520ჰა-ს, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 27 827 ჰა უკავია, ხოლო ტყეებს - 17 370 ჰა. ადმინისტრაციულ ერთეულს ჩრდილოეთით ესაზღვრება ლანჩხუთის, აღმოსავლეთით - ჩოხატაურის, სამხრეთით - ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ხასიათდება სუბტროპიკული ნოტიო კლიმატით. ნალექების საშუალო წლიური ოდენობა შეადგენს 2 100–2 800 მმ-ს, საშუალო წლიური ტემპერატურა კი 12–14°C-ია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ნატანები, სუფსა, ბჟუჟი, ჩოლოქი, ბახვისწყალი და სხვა.
ადმინისტრაციულ ერთეულში 74 დასახლებული პუნქტია, აქედან 1 ქალაქი, 4 დაბა და 69 სოფელი. 2012 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს 78 500 კაცს, საიდანაც ქალაქის მოსახლეობა არის 27 500 (35%) კაცი, დაბების - 51 000 (65%) კაცი, ხოლო დანარჩენი სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 116 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) საგრძნობლად აღემატება. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო არის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებიდან მიღებული მოგება, მცირე საწარმოები, საჯარო სამსახურები და ვაჭრობა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებს კი ძირითადად უზრუნველყოფს მიწის გადასახადი, ქონების და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადები. წარსულში საბიუჯეტო შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი საწარმოები (საკონსერვო, ღვინის და რძის ქარხნები) და მრეწველობა (საფეიქრო, საშენ მასალათა, კერამიკული საწარმო).
მუნიციპალიტეტს აქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და ტურიზმი. ამასთან, სატყეო მეურნეობს ბაზაზე შესაძლებელია ხის გადამამუშავებელი წარმოების, სამონადირეო მეურნეობის და სანერგე მეურნეობის განვითარება.


ბრძანება "თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან