თვითმმართველი ქალაქი მცხეთა

თვითმმართველი ქალაქი მცხეთა თვითმმართველი ქალაქი მცხეთა

ფართობი -  2,6 კმ²
მოსახლეობა - 7,7 ათასი
ვებგვერდი: www.mtskheta.gov.ge 


თვითმმართველ ქალაქ მცხეთაში არსებული მდგომარეობა 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარის შემადგენლობაში შედის. მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 636.5 კმ2-ს, რაც რეგიონის ტერიტორიის 12%-ია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად დაბალ და საშუალო მთიანია, სიმაღლე ზღვის დონიდან 670-1600 მ-ის ფარგლებში იცვლება. მცხეთის მუნიციპალიტეტი მოქცეულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში. მუხრან-საგურამოს ვაკეზე ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 10.8°C, ნალექიანობა - 590 მმ წელიწადში. მთის ქედებზე კი ჰავა შედარებით გრილია. საშუალო მთის ზონაში კლიმატი ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 57.6 ათასი კაცია (geostat.ge). ეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობის დაახლ. 53%-ია. ანუ, მცხეთის მუნიციპალიტეტი შედარებით მჭიდროდაა დასახლებული. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 72 კაცი/კმ2-ს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე (67 კაცი/მ2) მაღალია. მცხეთის მუნიციპალიტეტში 63 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქი (მცხეთა) და 62 სოფელი. ქ. მცხეთა მუნიციპალური ცენტრია და მისი მოსახლეობა 7,700 კაცია, ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 13%. მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 9,900 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.


ბრძანება "თვითმმართველ ქალაქ მცხეთაში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან