თვითმმართველი ქალაქი ახალციხე

თვითმმართველი ქალაქი ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ახალციხე

ფართობი -  4,2 კმ²
მოსახლეობა - 18,5 ათასი
ვებგვერდი: www.akhaltsikhe.gov.ge


თვითმმართველ ქალაქ ახალციხეში არსებული მდგომარეობა 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მას ესაზღვრება ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები, სამხრეთის საზღვარი კი ემთხვევა საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვარს. ახალციხის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 101 030 ჰა-ს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაახლოებით 37% ტყითაა დაფარული, ხოლო 47% სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უჭირავს. მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა განვითარებული. ზამთარი აქ ცივი და მცირეთოვლიანი იცის, ზაფხული კი ხანგრძლივი და თბილი. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურაა 3.80C, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოს ტემპერატურა 20.50C-ია. ნალექების საშუალო წლიური მოცულობა 520-600 მმ-ია, მაქსიმუმი მოდის მაისსა და ივნისში (64-86მმ), ხოლო მინიმუმი ზამთრის ზამთარში (20-25 მმ). ახალციხის მუნიციპალიტეტში მდინარეთა ქსელი წარმოდგენილია მდ. მტკვრითა და მისი შენაკადებით.
2012 წლის მდგომარეობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 48 400 კაცს. ტერიტორიულ ერთეულში 45 დასახლებაა, ტერიტორიულ შემადგენლობაში შედის ორი ქალაქი (ახალციხე, ვალე); ქ. ახალციხე არის როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მხარის ადმინისტრაციული ცენტრი; მუნიციპალური ცენტრის მოსახლება შეადგენს 23 480-ს კაცს, ქალაქში ცხოვრობს 29 170 კაცი, სოფლად კი 22645 კაცი.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლებს უზრუნველყოფს: სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი საწარმოები, მცირე მეწარმეობა (პურის საცხობი, სამშენებლო კომპანიები და ა.შ.) ხელფასები (სხვადასხვა სექტორში დასაქმებული მოსახლეობა), პენსია. მათივე ცნობით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 2- 9 წელიწადში 1 390 ლარია, თვეში 116 ლარი. წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა. მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგმა აქვს, რომლის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და ინფრასტრუქტურის განვითარება. სამუშაო ჯგუფის წევრების მოსაზრებით, სატყეო სექტორი შეიძლება გახდეს მუნიციპალიტეტში რომელიმე ეკონომიკური სექტორის განვითარების საფუძველი (ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოების).


ბრძანება "თვითმმართველ ქალაქ ახალციხეში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან