თვითმმართველი ქალაქი ამბროლაური

თვითმმართველი ქალაქი ამბროლაური თვითმმართველი ქალაქი ამბროლაური

ფართობი -  1,6 კმ²
მოსახლეობა - 2,6 ათასი
ვებ გვერდი: www.ambrolauri.gov.ge


თვითმმართველ ქალაქ ამბროლაურში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის ზონაში. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს რაჭის ქედს, ჩრდილოეთით გაწოლილია ლეჩხუმის ქედი. მისი ფართობი შეადგენს 114 200 ჰა-ს, აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 27 907 ჰა, რაც მთლიანი ტერიტორიის 24 %-ია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 40%-მდე (დაახლოებით 40500 ჰა) ტყითაა დაფარული, რომლიდანაც განირჩევიან ძვირფასმერქოვანი ტყის ჯიშები. ადმინისტრაციულ ერთეულს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ონის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთიდან ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ დასავლეთიდან - წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთიდან - ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ხოლო სამხრეთ- აღმოსავლეთიდან - ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის უმთავრესი ბუნებრივი რესურსი მისი ბუნება და ჰავაა, რაც განაპირობებს დამსვენებელთა დიდი ნაკადის მოდინებას ზაფხულის პერიოდში, ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის კლიმატი გარდამავალია ზომიერსა და ნოტიო სუბტროპიკულს შორის. ტერიტორიული ერთეულის მდებარეობა განსაზღვრავს მის ტერიტორიაზე ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ტიპის დომინირებას. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დაბალმთიანეთში ზომიერად ცივ ზამთრიანი და შედარებით ცხელ ზაფხულიანი ჰავის ტიპია გაბატონებული, მაღალმთიანი ზონისათვის კი უხვთოვლიანი მთის ნოტიოჰავაა დამახასიათებელი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9-100 C-ია. (დაბალ ზონაში), ზოგან კი - 4-5 0 C (მთიანეთში). მუნიციპალიტეტის დაბალ ნაწილში, იანვრის, საშუალო ტემპერატურა 1.5-4 0 C-ია, ივლისისა კი 18-240 C-ის ფარგლებში მერყეობს. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 1 000-1 500 მმ-ია, მთებში ეს პარამეტრი1 600-1 800 მმ-ს აღწევს.
ადმინისტრაციული ერთეულისათვის მნიშვნელოვანია წყლის რესურსები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი და მისი შენაკადები: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, რიცეულა, ასკისწყალი და სხვა. მდინარე რიონი, რაჭის მთავარი მდინარეა, რომელიც წყალუხვობით ქვეყანაში პირველ ადგილზეა. 2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 14 100 კაცს შეადგენს. აქედან ქალაქში 2800 კაცი ცხოვრობს, მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 20 %, სოფლად კი 11 300 (80%) კაცია დასახლებული. მუნიციპალიტეტში სულ 69 დასახლებაა, 68 სოფელი და ერთი ქალაქი – ამბროლაური, რომელიც მუნიციპალური ცენტრია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 12 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) 6-ჯერ ჩამოუვარდება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წყაროებია: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, საბიუჯეტო სამსახურები და მრეწველობა.


ბრძანება "თვითმმართველ ქალაქ ამბროლაურში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან