ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტი ხულოს მუნიციპალიტეტი

ფართობი -  710 კმ²
მოსახლეობა - 35500
ვებ-გვერდი: www.khulo.ge 


ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ხულოს მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველაზე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია. იგი განლაგებულია არსიანისა და მესხეთის ქედების კალთებზე. მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 71 000 ჰა-ს, აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 21 912ჰა უკავია. მუნიციპალიტეტი მდიდარია ტყის რესურსით, რომელსაც 36 640ჰა უჭირავს. ხულოს მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩოხატაურის, აღმოსავლეთით – ადიგენის, დასავლეთით – შუახევის მუნიციპალიტეტები. სამხრეთით თურქეთის რესპუბლიკა. ხულოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ზონაში. ჰავას აქ მკვეთრი სეზონურობა ახასიათებს, ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი და შედარებით მშრალი. მუნიციპალიტეტის დაბალ ნაწილებში საშუალო წლიური ტემპერატურა 10.1 0C–ის ტოლია, იანვრის თვეში - 0.9 0C და ივნისში კი - 18.6 0C. მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ზონაში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაბალია. ნალექების რაოდენობა წლიურად 1300 მმ–დან (ხულო 1320მმ) 2400-2500მმ–დე (გოდერძის უღელტეხილი) იცვლება. მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ხანგრძლივი და დიდთოვლიანი ზამთრით. ხულოს მუნიციპალიტეტის მდინარეთა ქსელი საკმაოდ ხშირია. მთავარი მდინარეა აჭარისწყალი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: სხალთა, ღორჯომი, დიაკონიძეები. ხულოს მუნიციპალიტეტი მდიდარია ტბებით. მუნიციპალიტეტის ტბებს შორის ყველაზე დიდია მწვანე ტბა, რომელიც არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარეობს. მისი ზედაპირის ფართობია 46 986 კვ.მ-ია, ტბის უდიდესი სიღრმე კი 17 მეტრია.
2012 წლის მდგომარეობით, ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობა შედგენს 35 900 კაცს. მუნიციპალიტეტში 79 დასახლებული პუნქტია, მათ შორისაა ადმინისტარციული ცენტრი დაბა ხულო და 78 სოფელი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 51 კაცი/კმ2 , რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ2 ) ჩამოუვარდება. ხულოს მუნიციპალიტეტის შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა (მეკარტოფილეობა, მესაქონლეობა, მეხილეობა) და მცირე ბიზნესი. სოფლის მეურნეობა მუნიციპალიტეტისთვის ისტორიულად წამყვანი დარგია.ხულოს მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგმა აქვს, რომლის პრიორიტეტებია ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაზრებით, სატყეო სექტორი შესაძლოა გახდეს ეკონომიკური განვითარების საფუძველი ადმინისტრაციულ ერთეულში.


ბრძანება "ხულოს მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან