ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი ხობის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  659 კმ²
მოსახლეობა - 41300
ვებ-გვერდი: www.khobi.ge


ხობის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა     

ხობის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მისი ფართობი შეადგენს 67 600 ჰა-ს, საიდანაც 29 454 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ხოლო 16 156 ჰა ტყეებს უჭირავს. ადმინისტრაციულ ერთეულს ჩრდილოეთით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილო- აღმოსავლეთით ჩხოროწყუს, აღმოსავლეთით სენაკის, სამხრეთით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით - ქალაქი ფოთი, დასავლეთით - შავი ზღვა. ხობის მუნიციპალიტეტი მოქცეულია კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო- კლიმატურ ზონაში, რომელიც ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი ნოტიო ზაფხულით. ჰაერის წლიური საშუალო ტემპერატურა +140C-ია, ნალექების წლიური საშუალო რაოდენობა კი 1 700-1 825 მმ. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა (240-320 მმ) შემოდგომაზე (სექტემბერ-ოქტომბერი) მოდის. მუნიციპალიტეტის მდინარეები წარმოდგენილია ხობისწყლით, ცივით, ჭურიათო, რიონითა და მათი შენაკადებით. 
2012 წლის მდგომარეობით, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 41 800 კაცს (geostat.ge) მუნიციპალიტეტში 57 დასახლებაა, მათ შორის 1 ქალაქი და 56 სოფელი. ქალაქის მოსახლეობა არის 5 809 კაცი, სოფლად კი ცხოვრობს 36 291 კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 61 კაცი/კმ2 , რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ2 ) ოდნავ ჩამოუვარდება. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო არის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებიდან მიღებული შემოსავალი, საჯარო სამსახურები და ვაჭრობა. მუნიციპალიტეტის შემოსავლებს ძირითადად უზრუნველყოფს ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ქონების გადასახადი და მომსახურეობის სფერო-ტრანსპორტი. წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოები. მუნიციპალიტეტს აქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და ტურიზმის აღორძინება.

 

ბრძანება "ხობის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან