ხელვაჩურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩურის მუნიციპალიტეტი ხელვაჩურის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  413 კმ²
მოსახლეობა - 94000
ვებ-გვერდი: www.khelvachauri.ge 


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია საქართველოში, რომელიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის. მისი ფართობია 35 640ჰა. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - ქედის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთის რესპუბლიკა ესაზღვრება, დასავლეთით-ქალაქი ბათუმი, ხოლო სამხრეთ- დასავლეთით აკრავს შავი ზღვა. მუნიციპალიტეტი სპეციფიკურია თავისი გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჰავა, ისევე როგორც შავი ზღვის მთელი სანაპირო ზოლისა, წარმოადგენს ნოტიო-სუბტროპიკული ჰავის სახესხვაობას და იგი ჩვეულებრივ გამოირჩევა ტემპერატურის უმნიშვნელო რყევით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჰავის სუბტროპიკული ხასიათი განპირობებულია შავ ზღვასთან სიახლოვით. ნალექების უმეტესი ნაწილი უმთავრესად შემოდგომასა და ზამთარში მოდის. ყველაზე მცირე ნალექი კი გაზაფხულსა და ზაფხულში. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 1 500 მმ, ჰავა მიახლოებულია სუბტროპიკულთან. წლის საშუალო ტემპერატურა 12.8°C-ია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის შავი ზღვის აუზის მდინარეები. ჭარბწყლიანობით გამოირჩევა შემდეგი მდინარეები: ჭოროხი, აჭარისწყალი, მაჭახელა, ჭარნალი, ყოროლისწყალი და სხვ. მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარეა ჭოროხი, რომელიც მდინარე რიონის შემდეგ მეორეა საქართველოს მდინარეებს შორის. მდინარე ჭოროხის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეადგენს 21 კმ-ს.
2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 95 600 კაცს (geostat). აქედან დაბა მახინჯაურში ცხოვრობს დაახლოებით 4 600 კაცი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 64 სოფელია. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 268 კაცი/კმ2 , რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) საკმაოდ აღემატება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემოსავლებს უზრუნველყოფს მცირე ბიზნესი, მშენებლობა, მეციტრუსეობა და მებაღჩეობა. სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს წარსულში უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა და მეციტრუსეობა. 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგემა აქვს, რომლის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა მაღალმთიან ადმინისტრაციულ ერთეულებში, დიდი პოტენციალია აგრო- და ეკოტურიზმის განვითარებისთვის. აგროტურიზმის განვითარებისათვის ხელისშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება სოფლის მოსახლეობის ტოლერანტულობა, მიმზიდველი ბუნებრივი სოფლის ლანდშაფტების არსებობა, სოფლის ეთნიკური თავისებურებებისა და მატერიალური კულტურის, ყოფა-ცხოვრების ელემენტების არსებობა. (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა 2012- 2022). 


ბრძანება "ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან