ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  585 კმ²
მოსახლეობა - 62300
ვებ-გვერდი: www.khashuri.org.ge 


ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ხაშურის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის რეგიონში ყველაზე პატარა ადმინისტრაციული ერთეულია. მისი ფართობი შეადგენს 58 560 ჰა-ს, რაც შიდა ქართლის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია. მას ესაზღვრება ზნაურის, საჩხერის, ქარელის, ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში მდებარეობს; თუმცა, რთული რელიეფის გამო ზონალობის მიხედვით ჰავა მნიშვნელოვნად იცვლება. მთისწინეთსა და ვაკე ნაწილში ზამთარი ცივი და ნოტიო იცის, ხოლო ზაფხული თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9.6°C -ია, ნალექების რაოდენობა წელიწადში 700 მმ-ს შეადგენს. მთიან ზონაში ჰავა გაცილებით ცივია. თრიალეთის ქედის კალთები მშრალი ჰავით გამოირჩევა, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 600 მმ-მდეა; ლიხის ქედზე კი ნალექების წლიური მოცულობა 1 840 მმ-ია.
2012 წლის მდგომარეობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 62 600 კაცია, რაც რეგიონის მოსახლეობის დაახლ. 20%-ია. აქედან ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 29 000 კაცს, ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 46%-ს. მუნიციპალიტეტში 80 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქი, 1 დაბა და 78 სოფელი. მოსახლეობის შემოსავლის ოთხი ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, საჯარო სამსახურებში დასაქმება და სოციალური პაკეტი (პენსია, დახმარებები). ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 18 მლნ ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის ძირითად საბიუჯეტო შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა. 1990-იან წლებამდე კი შემოსავლებს უზრუნველყოფდა მსუბუქი და მძიმე მრეწველობა, აგრეთვე რკინიგზა. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების შუალედური გეგმა, რომლის ძირითადი პრიორიტეტებია: ბიზნეს გარემოს შექმნა, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და საკურორტო ტურიზმის განვითარება.


ბრძანება "ხაშურის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან