დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 2982 კმ²
მოსახლეობა - 33 800
ვებ-გვერდი: www.dusheti.org.ge


დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

დუშეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარის ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. მისი ფართობი შეადგენს 2,981.5 კმ2-ს, რაც მხარის ტერიტორიის დაახლ. 45%-ია. დუშეთის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი დიდი კავკასიონის საშუალო და მაღალი მთებითაა წარმოდგენილი. სამხრეთი ნაწილი, რომელიც ბაზალეთის ზეგანზეა განლაგებული, შედარებით დაბალი სიმაღლეებით გამოირჩევა. საერთო ჯამში, დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სიმაღლე ზღვის დონიდან 870-4000 მ-ის ფარგლებში იცვლება. სიმაღლეთა ასეთი სხვაობის გამო მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა ჰავაა ჩამოყალიბებული. შედარებით დაბალ ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა, ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული შედარებით თბილი და ხანგრძლივი იცის. 870-900 მ-ის სიმაღლეზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9.7°C-ია, ნალექების საშუალო წლიური მოცულობა კი 740 მმ. სიმაღლესთან ერთად ჰავა მკაცრდება. მაღალ ზონაში მაღალი მთის ნოტიო ჰავაა ჩამოყალიბებული, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით; ნალექების რაოდენობა კი 1200-1600 მმ-ს აღწევს.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2012 წლის მდგომარეობით 34 100 კაცია, ანუ რეგიონის მოსახლეობის 31% (Geostat). მოსახლეობის სიმჭიდროვე 11.4 კაცი/კმ2-ია, რაც გაცილებით ნაკლებია ქვეყნის მაჩვენებელზე (67 კაცი/კმ2). ამასთან, მოსახლეობა არათანაბრადაა განაწილებული. მუნიციპალიტეტში 283 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქი, 2 დაბა და 280 სოფელი. ქალაქის მოსახლეობა 7 ათასი კაცია, ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 80%.


ბრძანება "დუშეთის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან