ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  914 კმ²
მოსახლეობა - 27500
ვებ-გვერდი: www.imereti.gov.ge/kharagauli 


ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით - ბორჯომის, აღმოსავლეთით - ხაშურის, ჩრდილოეთით კი - ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტორია 91 390 ჰა-ია, აქედან 73 390 ჰა მთაგორიანია, ხოლო 18 000 ჰა დაბლობებითაა წარმოდგენილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კლიმატი სუბტროპიკულია. ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული კი შედარებით გრილი. წლიური ნალექიანობა 1 200-1 800 მმ-ია. მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, რომელთაგან მთავარია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს მინერალური და თერმული წყლების საბადოები. ხარაგაული მდიდარია ტყის რესურსით, რომელთაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 68% უკავია. ტყეების ნაწილი შედის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.
მუნიციპალიტეტი შედგება ერთი დაბისა და 78 სოფლისაგან. 2012 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 28 670 ადამიანს შეადგენს. აქედან 5 600 (მთლიანი მოსახლეობის 20%) კაცი ცხოვრობს დაბა ხარაგაულში, დანარჩენი (23 070 ადამიანი) კი სოფლად. ერთ დასახლებაში საშუალოდ 296 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 31 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
მოსახლეობის შემოსავლის 4 ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, მიკრო-საწარმოები, სოციალური პაკეტი და ვაჭრობა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა 4 მილიონი ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძირითადი წყაროებია: ბუნებრივი რესურსები, ჯარიმები და ქონებრივი გადასახადები. წარსულში შემოსავლებს უზრუნველყოფდა მრეწველობა, მოქმედებდა ღვინის, კვების, ხე-ტყის კომბინატები. მუნიციპალიტეტის განვითარების და შემოსავლების ზრდის პრიორიტეტულ სექტორებად მიიჩნევენ: სოფლის მეურნეობას, ბუნებრივი რესურსებს და ტურიზმს, რაც ასახულია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმაში.


ბრძანება "ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან