ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  542 კმ²
მოსახლეობა - 55000
ვებ-გვერდი: www.chiatura.org.ge


ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ჭიათურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ზემო იმერეთში, ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილას ხეობაში. ჭიათურის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთით ესაზღვრება საჩხერეს, დასავლეთით - თერჯოლას და ტყიბულს, სამხრეთ-დასავლეთით - ზესტაფონს და ხარაგაულს, ხოლო ჩრდილოეთით - ამბროლაურს. ჭიათურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია შეადგენს 53 550ჰა–ს. მუნიციპალიტეტში სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს 23 903 ჰა, ანუ მისი ტერიტორიის 44.6 % უჭირავს. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა +130C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, ტემპერატურა +2 0C-ია, ხოლო ყველაზე ცხელის, ივლისის, ტემპერატურა +230C-ია. აბსოლუტურ მინიმუმად დაფიქსირებულია -200C, ხოლო აბსოლუტური მაქსიმუმი +420C-ია. ნალექების რაოდენობა წელიწადში 1 100 მმ-ია.
2012 წლის მდგომარეობით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 55 300 ადამიანს (Geostat). აქედან ქალაქად ცხოვრობს დაახლოებით 20 000 კაცი, რაც მთელი მოსახლეობის 36%–ია, სოფელში კი 35 300 მცხოვრებია. მუნიციპალიტეტში სულ 61 დასახლებაა, მათ შორის 1 ქალაქია. მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 100 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ2 ) აღემატება. ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 18 255 000 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის შემოსავლებს ძირითადად უზრუნველყოფს მრეწველობა და სავაჭრო სექტორი. მოსახლეობის შემოსავლის ოთხ ძირითად წყაროდ დასახელდა: საბიუჯეტო სექტორში დასაქმება, სამთო–მოპოვებითი საწარმოები, მომსახურეობის სფერო და სოფლის მეურნეობა. შემოსავლის ძირითადი სექტორები ბოლო წლებში არ შეცვლილა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. დღეის მდგომარეობით, სწორედ წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავებაა ჭიათურის ეკონომიკის წამყვანი დარგი. ეს დარგი ასევე წამყვანი იყო ახლო წარსულშიც. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტად თვლიან მრეწველობას, კერძოდ მანგანუმის მოპოვება–გადამუშავებას, რაც ასახულია მუნიციპალიტეტის განვითარების ეკონომიკურ გეგმაშიც. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ერთ-ერთ ძირითადი წყაროა, იგი არ ითვლება პერსპექტიულ დარგად სასოფლო- სამეურნეო სავარგულების სიმცირის და რთული რელიეფის გამო. თუმცა, მუნიციპალიტეტი მდიდარია ძვირფასმერქნიანი ტყეებით, მუნიციპალიტეტში თვლიან, რომ ხე-ტყის მოპოვება-გადამუშავება არ შეიძლება გახდეს ეკონომიკის წამყვან დარგთაგანი.
 

ბრძანება "ჭიათურის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან