წალკის მუნიციპალიტეტი

წალკის მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  1051 კმ²
მოსახლეობა - 22500
ვებ-გვერდი: 


წალკის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

წალკის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს. მისი ფართობია 105 000 ჰა. მათ შორის სასოფლო სამეურნეო სავარგულებს უკავიათ 83 000 ჰა, რაც მთლიანი ტერიტორიის 79%-ს შეადგენას ხოლო ტყეს უჭირავს 9000 ჰა. მუნიციპალიტეტს ეასზღვრება: ჩრდილოეთით ბორჯომის, გორის და კასპის, დასავლეთით ახალქალაქის, სამხრეთით ნინოწმინდისა და დმანისის, აღმოსავლეთით თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტები. წალკის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში. ტერიტორიის დიდ ნაწილში ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით. წალკის ქვაბულში მთის სტეპების ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 5,9°C, იანვრის -4,8°C, ივლისის 16°C, აბსოლუტურ მინიმუნი -34°C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 33°C. ნალექები 740 მმ წელიწადში. წალკის მუნიციპალიტეტში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 600-740 მმ-ს უდრის. ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისშია, მინიმუმი – ზამთარში. მუნიციპალიტეტის მაღალ ადგილებში მთიანეთის სტეპების ჰავაა, იცის მოკლე ზაფხული და ცივი ზამთარი. სამსრის, ჯავახეთისა და თრიალეთის ქედებზე (ყველაზე მაღალ ადგილებში) ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთიანეთის ზომიერად მშრალი ჰავაა.წალკის მუნიციპალიტეტის მდინარეებია: ქცა (შენაკადებია: მირზაოღლი -ხრამი, ნარდევანი, ოზნი, გუმბათი, თარსონი და სხვა) და ჭოჭიანი (სიგრძე 29კმ, აუზის ფართობი - 131კმ2).
დღეისათვის ეკონომიკის ძირითადი სექტორები, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლებს არის: სოფლის მეურნეობა (ძირითადად მეცხოველეობა და მეკარტოფილეობა), ელექტროენერგეტიკა, მცირე მეწა2012წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 22 000 ადამიანს. მუნიციპალიტეტში 42 დასახლებული პუნქტია. მათ შორის 1 ქალაქია - წალკა. მუნიციპალიტეტის ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3200 ადამიანს, ხოლო სოფლის 18 800-ს. ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85% სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 21 კაცი/კმ2 . რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით არის 3 000 000 ლარი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითადი შემოისავლების წყაროა მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, ელექტრო ენერგეტიკ, მცირე ბიზნესი (ძირითადად ვაჭრობა და მომსახურეობის სერვისი), საჯარო სამასახურები. მუნიციპალიტეტში 1 სულ მოსახლეზე შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. წარსულშიც მოსახლეობის ძირითადი შემოსავლები უზრუნველყოფილი იყო სოფლის მეურნეობით და ხორცისა და რძის პროდეუქტების გადამამუშავებელი მრეწველობით, ელექტროენერგეტიკით.


ბრძანება "წალკის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან