წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  647 კმ²
მოსახლეობა - 40500
ვებ-გვერდი: www.tsalenjikha.ge 


წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარეში. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება მესტიის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით-გალის, სამხრეთ-დასავლეთით-ზუგდიდის, სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ფართობია 64 668 ჰა, საიდანაც 11496 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია, ხოლო 31 998 ჰა ტყითაა დაფარული.
2012 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 40 900 კაცს. აქედან 9 164 კაცი რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირია. მუნიციპალიტეტში 2 ქალაქი და 37 სოფელია. ქალაქების მოსახლეობა შეადგენს 11 600 კაცს (მათ შორის 1 350 დევნილია). მოსახლეობის სიმჭიდროვეა 71 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) ოდნავ აღემატება. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროა სოფლის მეურნეობა (მეთხილეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა და მეფუტკრეობა). წარსულში ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა ასევე სოფლის მეურნეობა (მეცხოველეობა, მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მეაბრეშუმეობა, ტუნგოსა და დაფნის წარმოება), გადამამუშავებელი მრეწველობა (ჩაის, ღვინის, რძის, მინერალური წყლის ქარხნები) და ხე-ტყის დამამზადებელი საწარმოები. მუნიციპალიტეტს აქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და ტურიზმი. ამას გარდა, სატყეო მეურნეობის ბაზაზე შესაძლებელია სამონადირეო და სანერგე მეურნეობების განვითარება. 


ბრძანება "წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან