ცაგერის მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  756 კმ²
მოსახლეობა - 15600
ვებ-გვერდი: 

ცაგერის მუნიციპალიტეტი არსებული მდგომარეობის აღწერა 

ცაგერის მუნიციპალიტეტი მდებარეობს რაჭა–ლეჩხუმის ქვემო სვანეთის მხარეში, მისი ფართობი შეადგენს 75 000 ჰა–ს, აქედან 14 863 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწებს უჭირავს. მუნიციპალიტეტი მდიდარია ტყის რესურსებით, რომელსაც 47 000 ჰა უკავია, რაც მთელი ტერიტორიის 63%-ია. მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ლენტეხის, ამბროლაურის, წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტები. ცაგერის მუნიციპალიტეტში ზღვის სუბტროპიკული ტენიანი ჰავაა, სადაც სიმაღლის მიხედვით ჰაერის ტემპერატურა და ატმოსფერული ნალექები მკვეთრად ცვალებადობს. ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია მთა-გორიანია. ლეჩხუმის ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს კლიმატი უფრო მკაცრია სვანეთთან სიახლოვის გამო, ხოლო სამხრეთი ნაწილის ჰავა ჩამოგავს შუა იმერეთის ჰავას. დაბალმთიან ნაწილში (470-500 მ) ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11°C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, ტემპერატურა 0°C-ია, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, აგვისტოსი - 22°C. აბსოლუტური მინიმუმი შეადგენს 26°C-ს, მაქსიმუმი კი 41°C -ია. წელიწადში საშუალოდ 1235 მმ ნალექი მოდის, აქედან ნალექების მაქსიმალური რაოდენობა შემოდგომაზე ფიქსირდება, მინიმალური კი - ზაფხულში. მუნიციპალიტეტის მთიან ნაწილში ჰაერის ტემპერატურა შესაბამისად ეცემა, ნალექების რაოდენობა კი იზრდება სიმაღლესთან ერთად და ყველაზე მაღალ ადგილებში 2 000 მმ-ს აღწევს.მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასერილია მდინარეებით: რიონით, ცხენისწყლით და ლაჯანურით, რომლებიც ქმნიან ვიწრო ხეობებს, ძლიერ დაქანებული კალთებით.
ცაგერის ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობა 2012 წლის მდგომარეობით 16 535 კაცია. მუნიციპალიტეტში სულ 59 დასახლებაა, 58 სოფელი და ერთი ქალაქი – ცაგერი, რომელიც მუნიციპალური ცენტრია. ქალაქის მოსახლეობა 1 678 კაცს შეადგენს, სოფლად ცხოვრობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 90%, შესაბამისად 14 954 კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 22 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) 3-ჯერ ჩამოუვარდება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წყაროებია: სოფლის მეურნეობა; საბიუჯეტო სექტორში დასაქმება, ვაჭრობა, ხეტყის დამზადება და მშენებლობები, მნიშვნელოვანია აგრეთვე უცხოეთიდან გამოგზავნილი დახმარებები.
2012 წლის ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერების ჩათვლით 4 816 000 ლარი შეადგინა. ცაგერის მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძირითადი სექტორებია: ჰიდროენერგეტიკა, ვაჭრობა და რესურსების მოსაკრებლები. სამუშაო ჯგუფს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მათი ცნობით, ადრე მუნიციპალიტეტის შემოსავლებს უზრუნველყოფდა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, სოფლის მეურნეობა, საკონსერვო, ადგილმრეწველობა და სამკერვალო ფაბრიკა. მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძირითადი სექტორები მნიშვნელოვნად შეიცვალა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, კერძოდ კი საწარმოები გაჩერდა და ინფრასტრუქტურის მოშლა.


ბრძანება "ცაგერის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან