ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ფართობი -  619 კმ²
მოსახლეობა - 30300
ვებ-გვერდი: www.chkhorotsku.ge 


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის მდრომარეობა 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხისა და მესტიის, აღმოსავლეთით მარტვილის, სამხრეთით სენაკის, დასავლეთით კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ფართობია 61 940 ჰა, საიდანაც 18 806 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია, ხოლო 30 000 ჰა ტყეებს უჭირავს. ჩხოროწყუში გაბატონებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. ბარში რბილი ზამთარი და ხანგრძლივი ცხელი ზაფხული იცის. ნალექების საშუალო წლიური მოცულობა 1 400-1 600 მმ-ია. ნალექების მაქსიმუმი შემოდგომა-ზამთარში მოდის. სიმაღლის მატებასთან ერთად ჰაერის ტემპერატურა ეცემა, ხოლო ნალექების რაოდენობა 2 600 მმ-მდე იმატებს.
მუნიციპალიტეტში 30 დასახლებული პუნქტია და 30 800 კაცი ცხოვრობს. ქ. ჩხოროწყუს მოსახლეობა 7 000 კაცია. მუნიციპალიტეტში 2480 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 57 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) მცირედ ჩამოუვარდება. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა (თხილი, სიმინდი, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა). საბიუჯეტო შემოსავლებს სოფლის მეურნეობის გარდა უზრუნველყოფს ქონების გადასახადი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადი.
წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა (მეცხოველეობა, მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მეხილეობა, მეაბრეშუმეობა, ტუნგო, მეფუტკრეობა) და სხვადასხვა საწარმოები (ჩაის ფაბრიკები, საკონსერვო, რძის და მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნები, ასევე ხის გადამამუშავებელი, აგურისა და ინერტული მასალების ქარხნები). ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და ტურიზმი. მუნიციპალიტეტში ასევე შესაძლებელია სამონადირეო და სანერგე მეურნეობების განვითარება.


ბრძანება "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან