ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  825 კმ²
მოსახლეობა - 23000
ვებ-გვერდი: www.chokhatauri.ge


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონში. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება სამტრედიისა და ვანის, აღმოსავლეთით ვანის, სამხრეთით ხულოსა და ადიგენის, დასავლეთით ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის მთლიანი ფართობი 82 500 ჰა-ია, საიდანაც 17 500 ჰა (21%) სასოფლო- სამეურნეო მიწებია, ხოლო 54 850ჰა (66%) ტყეები. ტერიტორიის დიდი ნაწილი მთაგორიანია. ჩოხატაურის მთავრი მდინარეებია სუფსა, გუბაზეული და ხევისწყალი. ჩოხატაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ზონალობის მიხედვით იცვლება 2-12°C -ს შორის. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურა (1100 მ სიმაღლემდე) 0°C-ია, ხოლო უფრო მაღლა (-)8-(-)10°C-მდე ეცემა. ყველაზე თბილი თვეა აგვისტო, რომლის საშუალო ტემპერატურა მერყეობს 10—20°C-ის ფარგლებში. მუნიციპალიტეტი უხვი ნალექებით გამოირჩევა.
2012 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს 24 000 კაცს, რომლებიც 61 დასახლებაში ცხოვრობს. დაბა ჩოხატაურის მოსახლეობა 2 200 კაცია, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 9%-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 29 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით შეადგენს 5 874 800 ლარს. ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფს: სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა და ტურიზმი. წარსულში ფუნქციონირებდა გადამამუშავებელი მრეწველობაც: საკონსერვო, ღვინის, მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნები თუ ხის გადამამუშავებელი საწარმოები. მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ეკონომიკური განვითარების გეგმა. გამგეობაში თვლიან, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის პრიორიტეტული სექტორებია: სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და ტურიზმი; ასევე, სატყეო მეურნეობის ბაზაზე შესაძლებელია ხის გადამამუშავებელი მრეწველობის, სამონადირეო და სანერგე მეურნეობების განვითარება. 


ბრძანება "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"


 



უკან