შუახევის მუნიციპალიტეტი

შუახევის მუნიციპალიტეტი შუახევის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  588 კმ²
მოსახლეობა - 22600
ვებ-გვერდი: www.shuakhevi.ge 


შუახევის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

შუახევის მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ–ერთი ყველაზე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია, რომლის საერთო ფართობია 58 800 ჰა. აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 14 361 ჰა, ხოლო ტყეს 36 420ჰა უჭირავს. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ოზურგეთისა და ჩოხატაურის, დასავლეთით – ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით კი თურქეთის რესპუბლიკა. შუახევის მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოირჩევა შედარებით ნაკლები ტენიანობით. მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ხმელთაშუა ზღვის ტიპის სუბტროპიკული ჰავა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცხელი და მშრალი ზაფხული და შედარებით თბილი ზამთარი. საშუალო წლიური ტემპერატურა მუნიციპალიტეტში 9 0C ტოლია, იანვარის თვის – 1,30C და აგვისტოს თვის – 200C. ნალექების რაოდენობა წლიურად 1 050–1 800 მმ–ს აღწევს. სიმაღლის მატების შესაბამისად ტემპერატურული მონაცემები და ნალექები იცვლება, ყალიბდება ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე აჭარისწყლის შუა მონაკვეთი და მისი შენაკადები ჭვანისწყალი და ჩირუხისწყალი.
2012 წლის მდგომარეობით შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 22 900 კაცს. ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შედის 68 სოფელი. მუნიციპალური ცენტრია დაბა შუახევი. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 1კვ.კმ–ზე დაახლოებით 39 კაცია, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კვ.კმ) საკმაოდ ჩამოუვარდება. ადმინისტრაციულ ერთეულში შემოსავლების ძირითად წყაროებად დასახელდა მესაქონლეობა, მეკარტოფილეობა და მეხილეობა. გამგეობის თანამშრომლების ინფორმაციით, მუნიციპალური ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლების და გამოთანაბრებითი ტრანსფერების ჩათვლით შეადგენს 6 600 544 ლარს. ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობის შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა და ხე-ტყე. წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა, რაც დღესაც რჩება მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტად. მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების აზრით, სატყეოსექტორი შესაძლოა გახდეს ეკონომიკური განვითარების საფუძველი ადმინისტრაციულ ერთეულში. 


ბრძანება "შუახევის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან