ყვარლის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტი ყვარლის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  1000 კმ²
მოსახლეობა - 37100
ვებ-გვერდი: www.kvareli.ge

ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ყვარლის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას ესაზღვრება თელავის, გურჯაანის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები, ხოლო ჩრდილოეთიდან დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა ესაზღვრება. მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 220 700 ჰა-ს, აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 80 266 ჰა (36%) უკავია, ტყით დაფარული საერთო ფართობი შეადგენს 58 600 ჰა-ს (27%). ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს. დაბალმთიანეთში, ზღვის დონიდან 1 000-1 200 მეტრზე განვითარებულია ზომიერად ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 8-9°C-ს შეადგენს. ზღვის დონიდან 1700-1800 მეტრზე იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ცივი ზაფხული, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა კი 5- 6°C-ია. 1800 მეტრის ზემოთ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 3-4°C-მდე ეცემა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 795 მმ-იდან 938 მმ-მდე მერყეობს ზონალობის მიხედვით. ნალექების მაქსიმუმი მაისში მოდის, ხოლო მინიმუმი იანვარში. ყვარლის მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელია მდინარეთა ხშირი ქსელი, რომლებიც წარმოდგენილია მდ. ალაზანითა და მისი შენაკადებით (შოროხევი, ბურსა, დურუჯი, სხვა).
მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2012 წლის მდგომარეობით 41 200 კაცია, მათ შორის 30 900 ქალაქში (ყვარელი), ხოლო 10 300 სოფელში ცხოვრობს. მუნიციპალიტეტში სულ 24 დასახლებული პუნქტია. ყვარლის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წყაროებია სამუშაო ჯგუფის მიერ დასახელდა მევენახეობა-მეღვინეობა, ერთწლიანი კულტურები, ბოსტნეული-ბაღჩეული და მეცხოველეობა.
2012 წლის მუნიციპალურმა ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 9 447 000 ლარი შეადგინა. ადმინისტრაციული ერთეულის წამყვანი ეკონომიკური დარგია სოფლის მეურნეობა შეიძლება იყოს, რასაც ტრადიციით ხსნიან. ამასთან, აღნიშნავენ, რომ სატყეო სექტორი შესაძლოა გახდეს მეცხოველეობისა და მეფუტკრეობის განვითარების საფუძველი.


ბრძანება "ყვარლის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან