ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  1082 კმ²
მოსახლეობა - 4900
ვებ-გვერდი:


ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

მისი ფართობი შეადგენს 1082 კმ2-ს, რაც რეგიონის ტერიტორიის 16%-ია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთლიანად მაღალმთიანია. სიმაღლე ზღვის დონიდან 1700 მ-იდან 5000 მ-ის ფარგლებში იცვლება. შედარებით დაბალ ზონაში (1700 მ-ის ფარგლებში) ზომიერი ნოტიოა. ზამთარი ცივი და მშრალია, ხოლო ზაფხული - გრილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 4.9°C-ია, ხოლო ნალექების საშუალო წლიური მოცულობა - 800 მმ. ზღვის დონიდან 1800-2000 მ-ის ფარგლებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 3.5°C-მდე ეცემა, ხოლო ნალექიანობა 1160 მმ-ს აღწევს. 3600 მ-ზე მაღლა ნივალური ზონაა გავრცელებული.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 4 900 კაცია (geostat.ge). ეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობის დაახლ. 4%-ია. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 4.5 კაცი/კმ2-ს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე (67 კაცი/მ2) გაცილებით დაბალია. მუნიციპალიტეტში 47 დასახლებული პუნქტია. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა სტეფანწმინდა.


ბრძანება "ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან