თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

ფართობი - 70 კმ²
მოსახლეობა -  192, 5 ათასი
ვებ-გვერდი: www.kutaisi.gov.ge


თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ქალაქი ქუთაისი იმერეთის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქი მდებარეობს მდინარე რიონის ორივე ნაპირზე. ჩრდილოეთ აღმოსავლეთით ქალაქ ქუთაისს ესაზღვრება დაბალმთიანი ოკრიბას ქედი, ჩრდილოეთით - სამგურალის ქედი, სამხრეთით და დასავლეთით კი - კოლხეთის დაბლობი. ქალაქის ტერიტორია შეადგენს 7 000 ჰა-ს. დასახლების უმეტესი ნაწილი ვაკეზეა, ქალაქის ჩრდილოეთი უბნები გორაკ- ბორცვებზეა შეფენილი, უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი კი საფიჩხიის სერზეა განლაგებული, რომელიც მდინარე რიონის ერთ-ერთ ტერასას წარმოადგენს. ქ. ქუთაისში ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. აქ ზომიერად თბილი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული იცის. ხშირია აღმოსავლეთის ფიონური ქარი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +140C-ია, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის ტემპერატურა შეადგენს +50C-ს, ხოლო ყველაზე ცხელის, ივლისის - +23.20C-ს. წელიწადში საშუალოდ 1700 მმ ნალექი მოდის.
2012 წლის მდგომარეობით, ქალაქ ქუთაისის მოსახლეობა 196 800 კაცს შეადგენს. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა მზარდია, თუმცა ზრდის ტემპი უცნობია. ქუთაისის მოსახლეობის სიმჭიდროვეა 2 800 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ2 ) 40-ჯერ აღემატება. ქალაქი ქუთაისი შედგება 12 ტერიტორიული ერთეულისაგან: ქალაქი–მუზეუმი, ავტოქარხანა, უქიმერიონი, ძელქვიანი, კახიანოური, ვაკისუბანი, საფიჩხია, სულხან–საბა, ნიკეა, მუხნარი, გუმათი და გამარჯვება.
ქ. ქუთაისის მოსახლეობის 4 ძირითადი წყაროა: მომსახურეობის სფერო, ვაჭრობა, ფულადი გზავნილები უცხოეთიდან და სოფლის მეურნეობა (მოსახლეობის უმეტესობას აქვს ნაკვეთი სოფლად). სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 3 095 ლარს შეადგენს. ქ. ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერების ჩათვლით 67 817 000 ლარი შეადგინა. მათ შორის ადგილობრივი შემოსავლების წილი 57%–ია, ხოლო 43%–ს გამოთანაბრებითი ტრანსფერები უზრუნველყოფს. თვითმმართველობის ინფორმაციით, ქალაქის შემოსავლებს უზრუნველყოფს 4 ძირითადი სექტორი: მძიმე მრეწველობა; მსუბუქი მრეწველობა; სოფლის პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხნები; ვაჭრობისა და მომსახურეობის სფეროებიშემოსავლების ძირითადი სექტორები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა ქვეყანაში სოციალურ–ეკონომიკური ფორმაციის შეცვლის გამო შეიცვალა ამ სექტორებზე მოსული საბიუჯეტო შემოსავლების წილი. ამჟამად მიმდინარეობს ქ. ქუთაისის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება. თვითმმართველობის მხრიდან ქალაქის ეკონიმიკური განვითარების პრიორიტეტებად დასახელებული იქნა: ახალი საწარმოების გახსნა, ძველი გაუქმებული საწარმოების აღდგენა და ტურიზმის განვითარება.

 



უკან