ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  720 კმ²
მოსახლეობა - 91000
ვებ-გვერდი: www.kobuleti.org.ge 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი მოქცეულია შავ ზღვას, მდინარე ჩოლოქსა და მესხეთის ქედს შორის. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით - ხელვაჩაურის, სამხრეთით - ქედის, სამხრეთ-აღმოსავლეთით - შუახევის მუნიციპალიტეტი. მისი ფართობია 72 000ჰა, ზღვისპირა ზოლის სიგრძეა 24 კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. საშუალო წლიური ტემპერატურა 13.50C-ია. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 2 500-3 000 მმ-ს შეადგენს. უხვნალექიანობით გამოირჩევა შემოდგომა და ზამთარი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხშირია ნისლი. ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებითა. მათგან მნიშვნელოვანია მდინარეები ჩოლოქი, კინტრიში და ჩაქვისწყალი, რომელთაც გააჩნიათ მრავალი შენაკადი. გაზაფხულზე და შემოდგომაზე მდინარეები წყალდიდობით ხასიათდება, ხოლო წყალმოვარდნა მოსალოდნელია ნებისმიერ სეზონზე. ზღვისპირა დიუნების აღმოსავლეთით გადაჭიმულია ჭარბტენიანი ტერიტორიების ზოლი.
2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს 93 000 კაცს, აქედან ქალაქად ცხოვრობს 21000 კაცი, ხოლო სოფლად - 72 000 კაცი. ადმინისტრაციულ ერთეულში 51 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 48 სოფელი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა, კერძოდ ციტრუსები და მეფუტკრეობა, ასევე თევზრეწვა და ტურიზმი. სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ძირითადი შემოსავლებს ისტორიულად სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების გეგემა, რომლის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. 


ბრძანება "ქობულეთის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"

 

 



უკან