ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 452 კმ²
მოსახლეობა - 20200 
ვებ-გვერდი: www.keda.ge


ქედის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ქედის მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის. ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 400-200 მეტრზე. მისი ფართობია 45 200ჰა. ქედის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ქობულეთის, ხელვაჩაურის და შუახევის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ ნაწილში კი, შავშეთის ქედზე გადის საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. მდინარე აჭარისწყლის ხეობის გასწვრივ ხმელთაშუა ზღვის ტიპის მსგავსი სუბტროპიკული ჰავაა. ადგილის სიმაღლის მატებასთან ერთად ჰავა ზომიერად ნოტიო ხდება, მთების ზედა სარტყლის ზონაში კი შედარებით ცივი ნოტიო ჰავაა გავრცელებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურა 12.80C-ია. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურაა 3.40C, ხოლო წლის ყველაზე თბილი თვის, ივლისის, საშუალო ტემპერატურა 21.20C-ია. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 1500 მმ-ს. მიუხედავად უხვნალექიანობისა ზაფხული გვალვიანი იცის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება მდ. აჭარისწყალი და შენაკადები. ადმინისტრაციულ ერთეულში წყალდიდობა გაზაფხულზე იცის, წყალმცირობა კი - ზამთარში.
2012 წლის მდგომარეობით ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს 20 500 კაცს, აქედან მუნიციპალურ ცენტრში დასახლებულია დაახლოებით 1 600 კაცი, ხოლო სოფლად 18 900 კაცი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტში 64 დასახლებული პუნქტია. მისი ცენტრია დაბა ქედა. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 45 კაცი/კვ.კმ, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ.კმ) საკმაოდ ჩამოუვარდება. ქედის მუნიციპალიტეტის შემოსავლებს უზრუნველყოფს მევენახეობა, მეფუტკრეობა, თევზის წარმოება და ტურიზმი. მევენახეობის ისტორიული დარგია.
ქედის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგემა აქვს, რომლის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. ქედის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა მაღალმთიან ადმინისტრაციულ ერთეულებში, დიდი პოტენციალია აგროტურიზმის და ეკოტურიზმის განვითარებისთვის. 


ბრძანება "ქედის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან