ქარელის მუნიციპალიტეტი

ქარელის მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 687,9კმ²
მოსახლეობა -51600
ვებ-გვერდი: 


ქარელის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ქარელის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის რეგიონის ადმინისტრაციული ერთეულია. იგი განლაგებულია შიდა ქართლის ვაკეზე. მუნიციპალიტეტს ესაზღვრება გორის, ხაშურის, ზნაურის და ბორჯომის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 68 000 ჰა-ს, რაც შიდა ქართლის ტერიტორიის 15%-ია. აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 36 407(61%) ჰა, ხოლო ტყის ფართობი შეადგენს 26 686 ჰა (39%)-ს. ადმინისტრაციულ ერთეულში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული კი ხანგრძლივი და თბილი. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 100C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურა -1.70C-ია, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი - 220C. საშუალო ნალექების რაოდენობაა 630-660 მმ/წელიწადში, აქედან მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე. ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ძამა, დასავლეთის ფრონე, შუა ფრონე და აღმოსავლეთის ფრონე.
ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2012 წლის მდგომარეობით შეადგენს 52 900 კაცს. ტერიტორიულ ერთეულში 81 დასახლებული პუნქტია, მათ შორისაა 1 ქალაქი და 80 სოფელი. ქალაქში დასახლებულია მთლიანი მოსახლეობის 16% (8 500 კაცი). მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 78 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ2 ) ოდნავ აღემატება. ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლის 4 ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ხელფასი და პენსია. მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერების ჩათვლით 6 200 000 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების შუალედური გეგმა, რომლის პრიორიტეტებია გზების მშენებლობა, წყალმომარაგების გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება, ნარჩენების მართვა და სოციალური სექტორის განვითარება.


ბრძანება "ქარელის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან