თვითმმართველი ქალაქი ფოთი

თვითმმართველი ქალაქი ფოთი თვითმმართველი ქალაქი ფოთი

ფართობი -  69 კმ²
მოსახლეობა - 47,1 ათასი
ვებ-გვერდი: www.poti-sakrebulo.ge

თვითმმართველ ქალაქ ფოთში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ქალაქი ფოთი გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთი დაბლობზე, მდინარე რიონის შესართავთან, ზღვის დონიდან 0.8-2.0 მეტრ სიმაღლეზე. მისი ტერიტორია 65.8 კმ2-ია, მოსახლეობა 47.7 ათასი კაცი, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე 724 კაცი/კვ.კმ, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ.კმ) 10-ჯერ აღემატება. ქ. ფოთის ტერიტორია მოქცეულია ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ზონაში. აქ იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და ცხელი ტენიანი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,4°C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურაა 5.7°C, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, აგვისტოსი - 23.5°C. ნალექების რაოდენობა წელიწადში 1 809 მმ-ს აღწევს, ხოლო ნალექიანი დღეების საშუალო წლიური რაოდენობა 173-ს აღწევს. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა. ქალაქი გაშენებულია მდინარე რიონის დელტაში, რომელის დიდი ნაწილიც ტორფიანი ჭაობებითაა წარმოდგენილი, ხოლო სანაპირო ზოლი ქვიშიანი დიუნებითაა აგებული. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ფოთი კოლხეთის ეროვნული პარკითაა შემოსაზღვრული, სადაც დაცულია კოლხეთის დაბლობისთვის სახასიათო ჭარბტენიანი ჰაბიტატები. მისი საერთო ფართობია 44,600 ჰა. ფოთის სამხრეთით, კოლხეთის ეროვნული პარკის ფარგლებში მოქცეულია ბუნებრივი ტბა პალიასტომი. მისი ფართობი 18 კმ2-ს აღწევს.
ფოთის ნავსადგური ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, რომელზეც გადის ქვეყნის ტვირთნაკადების დიდი ნაწილი. ქალაქის ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილიც სწორედ ნავსადგურთან და ტვირთების გადაზიდვასთანაა დაკავშირებული. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილიც სწორედ პორტში და მასთან დაკავშირებულ კომპანიებშია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივი საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა. ნავსადგურისა და წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით პორტის მიმდებარედ შექმნილია თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. სამეწარმეო საქმიანობიდან ასევე აღსანიშნავია თევზჭერა (თუმცა მისი მასშტაბი 1990- იანი წლებიდან მნიშვნელოვნად შემცირდა) და ვაჭრობა.



უკან