ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 479 კმ²
მოსახლეობა -30000
ვებ-გვერდი: www.imereti.gov.ge/tkibuli


ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

ტყიბულის მუნიციპალიტეტი, რომელიც ისტორიულ ოკრიბას მოიცავს, მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ - ქვემო იმერეთში, ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტი შემოფარგლულია ტყით დაფარული მთაგორიანი ტერიტორიით. მუნიციპალიტეტს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ამბროლაურის, სამხრეთით - თერჯოლის, აღმოსავლეთით - ჭიათურის, ხოლო დასავლეთით - წყალტუბოს მუნიციპალიტეტები, უკიდურესი დასავლეთი ქიმით ტყიბულის მუნიციპალიტეტი ქუთაისის მუნიციპალიტეტს ემიჯნება. ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია შეადგენს 47 800ჰა–ს, აქედან სასოფლო– სამეურნეო სავარგულებს 10 984 ჰექტარი უჭირავს, ტყის რესურსი კი 29 183 ჰა-ს შეადგენს, რაც მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტორიის 61 %-ია.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი გაშენებულია მდინარე ტყიბულას (მდ. მყვირილას მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე, ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მისი შენაკადებია წყალწითელა, ძუსა, ჭალა, შარეულა. მუნიციპალიტეტში უხვადაა ბალნეოლოგიური სამკურნალო წყაროები (კურსებში, ბუეთში, სოჩხეთში, მანჭიორში, მუხურასა და ლეღვაში) და სასმელი მინერალური წყლები (ლეღვაში, მანჭიორში, ურგებში, ცუცხვათში, ძიროვანში და სხვაგან).
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 48 დასახლებაა, მათ შორის 1 ქალაქია. 2012 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 30 100 ადამიანს შეადგენს. აქედან ქალაქში ცხოვრობს 14 500 კაცი, რაც მთელი მოსახლეობის 48%–ია. 47 სოფელის მოსახლეობა 15 600 კაცს შეადგენს. საშუალოდ ერთ სოფელზე 330 ადამიანი მოდის. მოსახლეობის შემოსავლის ოთხი ძირითადი წყაროა: სამთო–მოპოვებითი სამუშაოები, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და უცხოეთიდან შემოსული დახმარებები. მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 7 227 000 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის შემოსავლებს უზრუნველყოფს მრეწველობა, ვაჭრობა და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი, სამუშაო ჯგუფის მონაცემებით, შემოსავლის ძირითადი სექტორები ბოლო წლებში არ შეცვლილა.მუნიციპალიტეტის განვითარების შემოსავლების ზრდის პრიორიტეტულ სექტორებად მიიჩნევენ: მრეწველობას, სოფლის მეურნეობასა (მიაჩნიათ, რომ პერსპექტიულია ჩაის წარმოება) და ტურიზმს, რაც ასახულია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმაში. ამასთან, აღნიშნავენ, რომ სატყეო სექტორი ( კერძოდ, ხის დამუშავების და ავეჯის საწარმოები) შესაძლოა გახდეს რომელიმე ეკონომიკური სექტორის განვითარების საფუძველი.


ბრძანება "ტყიბულის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან