სიღნაღის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 1251 კმ²
მოსახლეობა -43000
ვებ-გვერდი: www.signagi.com.ge


სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

სიღნაღის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულია აღმოსავლეთ საქართველოში -კახეთში. მისი საერთო ფართობი შეადგენს 103 583 ჰა-ს, აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 93 375 ჰა უკავია, ხოლო ტყის რესურსი შეადგენს 5 500 ჰა-ს. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთ-დასავლეთით და დასავლეთით საზღვრავს გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით და ჩრდილოეთ- აღმოსავლეთით კი ესაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ჰავის რამდენიმე ტიპი. ივრის ზეგანზე განვითარებულია ზომიერად ნოტიო სტეპების ჰავა. აქ ზაფხული ცხელია, ზამთარი კი ცივი. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი. გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო და ზომიერად თბილი ჰავაა, ზამთარი აქ ცივია, ხოლო ზაფხული ხანგრძლივად თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა11°C-იდან 13°C-მდე. ნალექების მინიმუმით ხასიათდება ივრის ზეგანი, სადაც წლიურად 400-500 მმ ნალექი მოდის. შედარებით მეტი ნალექი მოდის გომბორის ქედზე - 810 მმ წელიწადში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდროგრაფიული ქსელი მწირია. აქ ძირითადად პერიოდული ხასიათის მდინარეები გვხვდება. დიდი მდინარეებიდან აღსანიშნავია ალაზანი და იორი. ალაზანი მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოედინება ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვართან. მდინარე იორი კი ივრის ზეგანს კვეთს სამხრეთ ნაწილში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2012 წლის მდგომარეობით შეადგენს 43 800 კაცს. მუნიციპალიტეტში 19 დასახლებაა, მათ შორის არის 2 ქალაქი და 17 სოფელი. ქალაქების მოსახლეობა შეადგენს 8 200 კაცს, სოფლად დასახლებულია 35 600 კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 42 კაცი/კმ2 , რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ2 ) საკმაოდ ჩამოუვარდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძირითადი წყაროებია: სოფლის მეურნეობა, მცირე ბიზნესი და საბიუჯეტო ორგანიზაციები. წარსულში ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა და წარმოება. მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგმა აქვს, რომლის ძირითადი პრიორიტეტია ტურიზმი.


ბრძანება "სიღნაღის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან